"სოლიდარობა თემურ ქათამაძეს" - მიგრაციის დეპარტამენტთან პროტესტმა იფეთქა

28.02.25 17:47
"სოლიდარობა თემურ ქათამაძეს" - მიგრაციის დეპარტამენტთან პროტესტმა იფეთქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან პროტესტმა იფეთქა - ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. 

პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები სინდისის პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ სრულ პასუხისმგებლობას ივანიშვილის რეჟიმს აკისრებენ. 

დღეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ვერცერთ გამოწვევას ვერ პასუხობს და მხოლოდ პატიოსანი, პატრიოტი ადამიანების ჩაგვრით არის დაკავებული. თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას". - განაცხადა მოქალაქემ. 

ცნობისთვის, "ბათუმელმა მედროშემ", რომელიც უკვე 44 დღეა შიმშილობს, ციხიდან წერილი გამოაგზავნა - თემურ ქათამაძე წერდა, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ მასზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.