ივანიშვილი საქართველოში ატარებს რუსულ ინტერესებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია ტყიბული - ანა ნაცვლიშვილი

02.03.25 17:56
ივანიშვილი საქართველოში ატარებს რუსულ ინტერესებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია ტყიბული - ანა ნაცვლიშვილი

ივანიშვილი საქართველოში ატარებს რუსულ ინტერესებს და ამის მკაფიო მაგალითია ტყიბულიც, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი შაბათი ეთერში გასუ ხმაურიან რეპორტაჟს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ოლიგარქის პოლიტიკა ხელს უწყობს ოკუპანტს, რომ არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ საქართველოს ბუნებრივ რესურსებსაც დაეპატრონოს. 

უკვე არაერთი მტკიცებულება და ფაქტი ადასტურებს, რომ ივანიშვილი საქართველოში წარმოადგენს და ატარებს რუსულ ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ტყიბული არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. ივანიშვილის პოლიტიკა მთლიანად ხელს უწყობს რუსეთს იმაში, რომ არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ საქართველოს რესურსებსაც დაეპატრონოს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 
 

ვინ არის რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი, ვინც ადგილობრივების თქმით, მთელი ტყიბული ჩააბარეს. როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, მისი ხელდასხმით ხდებიან საკრებულოს დეპუტატები და ინიშნებიან მერები, მისი მოსვლის შემდეგ აქ ბატონყმობა დაბრუნდა. 

ირკვევა, რომ  რუსეთის მოქალაქე სოცკი, უკვე არა მხოლოდ ნახშირის საბადოების მმართველია. ის აკონტროლებს და მართავს ტყიბულში არა ერთი ობიექტსაც.

მსგავსი სიახლეები