გიორგი ბაჩიაშვილს ვესაუბრე, ის ამჟამად უსაფრთხოდაა - ადვოკატი

04.03.25 14:45
გიორგი ბაჩიაშვილს ვესაუბრე, ის ამჟამად უსაფრთხოდაა - ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად უსაფრთხოდ არის - როგორც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის ბაჩიაშვილს უკვე ესაუბრა. 

ჯანდიერის თქმით, ბაჩიაშვილს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია მის უსაფრთოებასთან დაკავშირებით და ისიც იცოდა, რომ მისი უსაფრთოება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაცული არ იქნებოდა. 

ადვოკატი აანონსებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია პროცესებისდ ასრულების შემდეგ მიეწოდება.

ჯანდიერი ამბობს, რომ ბაჩიაშვილი სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს და პროცესში დისტანციურად ჩაერთვება.

სასამართლოში მიმდინარე მთელი ეს პროცედურა ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ხორციელდებოდა და ხორციელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალსიწინებული მთელი რიგი უფლებების დარღვევა. ამ უფლებების დარღვევის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება მას შემდეგ, რაც რაც ეს პროცესები დასრულდება. ფაქტობრივად 10-11 რიცხვში ჩვენ ველოდებით განაჩენის გამოტანას. ის, რაზეც საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილი არის და იყო მთელი ამ პროცედურის განმავლობაში ძალიან ყურადსაღები და რაც უკავშირდება მის პირად უსაფრთოებას, მას ჰქონდა ასეთი კონკრეტული ინფორმაცია. მე მას ვესაუბრე, შემიძლია ვთქვა, რომ ის ამჟამად არის უსაფრთხოდ, მე სხვა ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების შესაძლებლობა არ მაქვს", - განაცხადა ჯანდიერმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქვეყანა დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა.