არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, ბაჩიაშვილი თანხმობას აცხადებს ჩვენება დისტანციურად მისცეს - ადვოკატი
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ ბაჩიაშვილს პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა და რა ფორმით წავიდა ქვეყნიდან, ამის შესახებ ბიზნესმენისთვის არ უკითხავს.
ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ პოსტის შემდეგ გაიგო, რის შემდეგაც ბიზნესმენთან პირველი კომუნიკაცია ჰქონდა.
როგორც ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ ბაჩიაშვილი მზადაა ჩვენება დისტანციურად მისცეს.
როგორც თქვენთვის არის სიახლე, იგივეა ჩემთვისაც. მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა აღნიშნული პოსტის შემდეგ. არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, შესაბამისად, ერთადერთი ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად. სხვა, არანაირი დეტალი არ ვიცი. პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და ყველამ შევიტყვეთ 12:00 საათზე, ან მე რატომ უნდა გამოვკითხო, რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით, რატომ უნდა დავინტერესდე? მისი გადასაწყვეტია, არავისთან შეუთანხმებია.
როდესაც ადამიანი დაარღვევს გირაოს პირობებს, ეს საფუძველია ბრალდების ხმარისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის, შესაბამისად, არის ამის ლაბათობა, ცხადია, რომ მათ მოითხოვონ გირაოს შეცვლა დაპატიმრებით, რაც მათი გადასაწყვეტია”,- განაცხადა მახარაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქვეყანა დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა.