მზია ამაღლობელის წერილი სასამართლო დარბაზიდან

04.03.25 15:43
მზია ამაღლობელის წერილი სასამართლო დარბაზიდან

მზია ამაღლობელის წერილი სასამართლო დარბაზიდან -  "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი წერს, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და სჯერა, რომ ის და სხვა სინდისის პატიმრების უდანაშაულობის დამტკიცებას აუცილებლად შეძლებენ. 

წერილი სასამართლოდან ჟურნალისტის მეგობრებმა გამოიტანეს.

 "არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას" - წერს მზია ამაღლობელი. 

რეჟიმის ტყვე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სასამართლოშია -  38 დღიანი შიმშილობის შემდგე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა და სავარდოდ დუმილსაც დაარღვევს.

პროცესს ესწრებიან  მზია ამაღლობელის კოლეგები და ჟურნალისტის ახლობლები.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან.