არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს - მზია ამაღლობელი
არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს - ასე უპასუხა მზია ამაღლობელმა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს კითხვაზე - "გასაგებია თუ არა მის მიმართ წაყენებული ბრალდება".
"არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას" - წერს მზია ამაღლობელი.
სანამ ჟურნალისტი მოსამართლეს სიტყვით მიმართავდა, ანალოგიური შინაარსის წერილი გაავრცელეს მისმა კოლეგებმა სასამართლოდან.
რეჟიმის ტყვე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სასამართლოშია - 38 დღიანი შიმშილობის შემდგე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა და სავარდოდ დუმილსაც დაარღვევს.
პროცესს ესწრებიან მზია ამაღლობელის კოლეგები და ჟურნალისტის ახლობლები.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან.
- აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა. საქმეს ნინო სახელაშვილის ნაცვლად 39 წლის ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ამაღლობელის კოლეგები და ახლობლები ამბობენ, რომ ახალ მოსამართლეზე ინფორმაციას არ ფლობენ და აქამდე მასზე არაფერი სმენიათ. მათი თქმით, ვიქტორ მეტრეველის სახელზე აქამდე არცერთი განხილული საქმე არ იძებნება.
- დღეს, წინასასამართლო სხდომაზე სწორედ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.