ივანიშვილ/ბაჩიაშვილის ჩანაწერი მონტაჟი არ არის - გერმანელი ექსპერტის ჩვენება სასამართლოზე

04.03.25 16:58
ივანიშვილ/ბაჩიაშვილის ჩანაწერი მონტაჟი არ არის - გერმანელი ექსპერტის ჩვენება სასამართლოზე

გერმანელმა ექსპერტმა, ფრენკ მიულერმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უთხრა, რომ ივანიშვილ/ბაჩიაშვილის 11 წუთიანი აუდიოჩანაწერი მონტაჟი არ არის.  

დღევანდელ პროცესზე დაკითხვისას  ექსპერტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩანაწერი, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი ავრცელებს, „მანიპულირებული არ არის.

მისივე განმარტებით, რომ ჩანაწერი ე.წ. სმარტფონით არის გაკეთებული.

„ჩანაწერი მომზადებული იყო მობილური ტელეფონით. ეს მონაცემი არ იყო მანიპულირებული. ეს არ არის ვარაუდი, ეს არის დადგენილი. იმის გამოკვლევისთვის, რომ ჩანაწერი მონტაჟი არ არის, მრავალი ღონისძიება ჩატარდა. ანალიზისთვის ვიყენებთ იმ პროგრამებს, რაც არის აღიარებული. ერთ-ერთი მათგანი არის სპექტრული ანალიზი. ამისთვის იყენებენ სპექტრ პროგრამას“, - განაცხადა ექსპერტმა ფრენკ მიულერიმ.

ამის შემდგომ ექსპერტმა ფრენკ მიულერიმ უპასუხა ადვოკატის, ლევან მახარაშვილის შეკითხვას - აღენიშნება, თუ არა მონტაჟის კვალი ჩანაწერს?

„ჩანაწერი მომზადებული იყო მობილური ტელეფონით. ეს მონაცემი არ იყო მანიპულირებული. ეს არ არის ვარაუდი, ეს არის დადგენილი. იმის გამოკვლევისთვის, რომ ჩანაწერი მონტაჟი არ არის, მრავალი ღონისძიება ჩატარდა. ანალიზისთვის ვიყენებთ იმ პროგრამებს, რაც არის აღიარებული. ერთ-ერთი მათგანი არის სპექტრული ანალიზი. ამისთვის იყენებენ სპექტრ პროგრამას“, - განაცხადა ექსპერტმა ფრენკ მიულერიმ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქვეყანა დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა.  

  • შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

ასევე ნახეთ: