ექსკლუზივი: ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო ზოლის გავლით გადაკვეთა
ექსკლუზივი - "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სომხეთის სასაზღვროს ზოლის გავლით გადაკვეთა.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რა წერია პროკურატურის მასალებში, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად გადაიგზავნა.
შსს სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგაც სომხეთიდან უკვე მესამე ქვეყანაში გადავიდა, თუმცა საქმის მასალებში ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმციით, საუბარი არ არის, როგორ აღმოჩნდა, პასპორტჩამორთმეული ბაჩიაშვილი სომხეთის ტერიტოტიაზე.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება.
- 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
- ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.