"ივანიშვილს ბრძანება აქვს გაცემული"- დაკავებისა და ციხეში ლიკვიდაციის დავალებაზე ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეც საუბრობს

05.03.25 16:29
"ივანიშვილს ბრძანება აქვს გაცემული"- დაკავებისა და ციხეში ლიკვიდაციის დავალებაზე ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეც საუბრობს

გიორგი ჩიკვაიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი მის ციხეში გამოკეტვას გეგმავს. 

სკანდალური განცხადება ბიზნესმენმა "ტვ პირველის" "დღის ამბებში" გააკეთა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მთავარი პროკურორისთვის დავალებული აქვს, რომ "ციხეში სიცოცხლე მოუსწრაფონ". 

მეტიც, ბიზნესმენის ინფორმაციით, რეჟიმი "ციხეში მის მიხედვასაც კი აპირებს" - "მოდი უცებ სასამართლოს თემებს მოვრჩეთო და მერე როგორც გვინდა ციხეში ისე მივხედავთო" - ამბობს ჩიკვაიძე და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სისტემიდან მიიღო. 

ველოდები რა თქმა უნდა რომ დამაკავებენ. ერთ პროცესს რომ დაესწროთ და ამ მოსამართლის განყწობა რომ ნახოთ, როგორ არის ალიანსში პროკურორთან, ეს ცახადზე ცხადია, მაგრამ მთელი იმედები, თუ მანამდე სიცოცხლე არ მოგვისწრაფეს ციხეში, რასაც გაბიტაშვილი გეგმავს, ვიცი, რომ დავალებული აქვს ივანიშვილისგან და ამაზე უფრო ზევით კიდევ რუსეთის დაზვერვაა ჩარეული, ერთადერთი იმედი ჩვენ გვრჩება სტრასბურგის სასმართლო, სადაც დარწმუნებული ვართ სწორი განაჩენი დადგება.

ანა წერეთელისთვის  მიცემულ ინტერვიუში ჩიკვაიძემ მასა და მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმების სერიაზეც ისაუბრა.

ერთხელ ჰქონდათ უკვე მცდელობა, როდესაც ეს საქმე იწყებოდა, ჩემი ოჯახის წევრზე შეიარარებული თავდასხმის, მეოპრედ ჩვენზე ჰქოდნათ, მესამე - წინა კვირას მსგავსი ფაქტი განმეორდება, თუმცა იმავე ღამესვე გავიგეთ, რომ სტრატეგია შეცვალეს, ეხლა ეს ეთერებში ბევრს ყვირისო, მოდი, უცებ სასამართლოს თემებს მოვრჩეთო და მერე როგორც გვინდა ციხეში ისე მივხედავთო. 

როგორ შეიძლება მე ვენდო მთავარ პროკუროს, რომელიც ამ ქვეყანაში გარიგებულია სუპერ-კრიმინალებთან და მასთან ერთად წყვეტს საქმეებს. 

რატომ არ ესწრები პროცესზე დღეს მკითხეს და აი რისთვის დავესწრო, რომ ვუყურო იმ მასკარატს. მაინც გადაწყვეტილი ავქთ ეს განაჩენი და დაველოდები, როდის გამაოცხადებს განაჩენს"- ამბობს ბიზნესმენი. 

ცნობისთვის, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის საქმის განხილვა მიმიდნარეობს - ბიზნესმენი სხდომას არ ესწრება. როგორც ჩიკვაიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აცხადებს, საქმე "შეკერილია", მოსამართლე კელენჯერიძე კი "პროკურორთან ალიანსში იმყოფება".

ამ წუთებში ჩემი პროცესი მიმდინარეობს, დიდი სურვილი არ მქონია დავსწრებოდი, იმდენად აბსურდულად მიმდინარეობს. ეს არის ერთი ცირკის, ერთი მსახიობის წარმოდგენა, სადაც მოსამართლე იზა კელენჯერიძე, რომელიც პროკურატურასთან ალიანსში იმყოფება, არაფერს არ ითვალსიწინებს რაც შეიძლება იყოს ჩვენს მხარეს. შესაბამისად, აზრი არ აქვს. პროკურატურა ჩქარობს, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ სხვა ინფორმაციები გვაქვს", - აცხადებს ჩიკვაიძე.  

შეგახსენებთ,  რომ გუშინ, 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. 

ბიზნესმენი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. 

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები