ბაჩიაშვილმა შეიძლება, არქიფო სეთურივით გადაკვეთა საზღვარი - "ოცნების" დეპუტატების ახალი ვერსია

05.03.25 17:28
ბაჩიაშვილმა შეიძლება, არქიფო სეთურივით გადაკვეთა საზღვარი - "ოცნების" დეპუტატების ახალი ვერსია

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიძე არ გამორიცხავს რომ ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ქალის ფორმა ჩაიცვა" და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. 

ქადაგიშვილის ეს ვერსია ეწინააღმდეგება საგამოძიებო უწყებების მტკიცებას, რომ ბიზნესმენმა საქართველოს საზღვარი ფარულად გადაკვეთა. 

"შეიძლება არქიფო სეთურივით, კაბაგადაცმულმა ტყე-ტყე გადაირბინა, მაგალითად ოკუპირებულ ცხინვალში და იქიდან გაეშურა სადღაც - რუსეთში"- აცხადებს ე.წ. დეპუტატი. 

სულ სხვა ვერსია განავითარა დღეს დედაქალაქის მერმა - კახა კალაძემ არ გამორიცხა, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია. 

არაღირებული პარლამენტის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე კი დღეს ჟურნალისტებისგან ითხოვდა იმ კითხვებზე პასუხს, რომელსაც გომელაურმა უნდა ეპასუხა.

მსგავსი სიახლეები