"თუ სიტყვის თქმის საშუალებას არ მოგვცემთ, დარბაზს დავტოვებთ, დააბრუნეთ ჯანო არჩაია" - ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს

05.03.25 20:07
"თუ სიტყვის თქმის საშუალებას არ მოგვცემთ, დარბაზს დავტოვებთ, დააბრუნეთ ჯანო არჩაია" - ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს

მოსამართლის მიერ სხდომათა დარბაზიდან ჯანო არჩაიას გაძევებას ხმაური მოყვა - სინდისის პატიმრები ამბობენ, რომ თუ მათ სიტყვის თქმის საშუალებას არ მისცემენ, დარბაზს დატოვებენ. 

უკანონოდ დაპატიმრებულმა ანდრო ჭიჭინაძემ, რომელსაც რეჟიმი 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას უპირებს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიერ გაძევებულ ჯანო არჩაიას სოლიდარობა გამოუცხადა და დარბაზში მისი დაბრუნება მოითხოვა. 

ახლა თუ არ მოგვეცემა საშუალება, რომ სიტყვა ვთქვათ, მაშინ დავტოვებთ დარბაზს. ერთი მხრივ, გვინდა ჯანოს მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ და მეორე მხრივ, გვინდა პროკურატურას ვუპასუხოთ. ან გვათქმევინებთ სიტყვას, ან დარბაზს დავტოვებ. დააბრუნეთ ჯანო." - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი იმართება - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომათა დარბაზიდან რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე, ჯანო არჩაია გააძევა.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები