გიორგი ჩიკვაიძის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე
გიორგი ჩიკვაიძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარება სწორედ მის სამაგალითოდ დასჯას ემსახურება. მოსამართლემ, რომელმაც პროცესები ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნა, დღეს არ გაიზიარა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა იმ გამომძიებლის დაკითხვის შესახებ, რომელიც ჩიკვაიძის მტკიცებით მას ემუქრებოდა.
ბრალდებულის მიერ გაჟღერებული ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც ხდებოდა სასამართლოში გამომძიებლის დაკითხვა, მას ესწრებოდა ადვოკატი და არ დადასტურდა მუქარა, ძალადობა და იძლება გამომძებელი უკვე დაიკითხა და მისი ხელახალი დაკითხვა ვერ მოხდება", - ამტკიცებდა სხდომის შემდეგ პროკურორი.
ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე იზა კელენჯერიძემ არ დააკმაყოფილა გიორგი ჩიკვაიძის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების საქმეში დართვასთან დაკავშირებით. საუბარია, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე, რომელიც თავად გიორგი ჩიკვაიძემ წარმოადგინა
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
შემდეგ სხდომაზე რომელიც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ 25 მარტს ჩანიშნა, სასამართლოს უკვე თავად გიორგი ჩიკვაიძე მიმართავს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.