ხმაური სასამართლოში - სინდისის პატიმრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

სინდისის პატიმრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს - რეჟიმის ტყვეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შვანგირაძემ პროცესი ნაწილობრივ დახურა.
ერთ-ერთი უკანონოდ დაკავებულის ოჯახის წევრის განცხადებით, სინდისის პატიმრებს სიტყვის თქმით სარგებლობის საშუალება არ მისცეს და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეჟიმის ტყვეებმა დარბაზი დატოვეს, სწორედ ესაა.
არ მოგვცა ბოლომდე დასწრების უფლება. ცუდად მოიქცნენ. სადამდე გასტანს ეს უსამართლობა, არ ვიცი. დასასრული უნდა იყოს, ოღონდ სამართლიანი. დაკავებულებმაც დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად. სიტყვის უფლება არ მისცეს და დატოვეს დარბაზი". - განაცხადა სინდისის ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრმა.
ხმაური სინდისის პატიმრების პროცესზე - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მანდატურები სასამართლოს ამ წუთებში ატოვებინებენ. სხდომიდან გამოსულმა მოქალაქეებმა დარბაზი პროტესტით და "ოლე ოლას" შეძახილებით დატოვეს.