„კრაბ კოფის“ მეპატრონეებზე თავდამსხმელი დაკავებულია
„კრაბ კოფის“ მეპატრონეებზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს-ს ინფორმაციით, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
"კრაბ კოფის" ორ დამფუძნებელ გოგოს გვიან ღამით დიღმის მასივში თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა. ერთ-ერთს ცხვირი აქვს გატეხილი და დღეს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, მეორეს კი ღრძილის მოტეხილობა აღენიშნება.