"შეუძლია პროკურორს გაიმეორეს, მე, ვაჟა თოდუა ამაყი ვარ, რასაც ჩავდივარ?" - სინდისის პატიმრის, გური მირცხულავას მიმართვა

06.03.25 11:57
"შეუძლია პროკურორს გაიმეორეს, მე, ვაჟა თოდუა ამაყი ვარ, რასაც ჩავდივარ?" - სინდისის პატიმრის, გური მირცხულავას მიმართვა

 

 

"შეუძლია პროკურორს გაიმეორეს, მე, ვაჟა თოდუა ამაყი ვარ, რასაც ჩავდივარ?" - ასე მიმართა, სინდისის პატიმარმა, გური მირცხულავამ სასამართლოს და სხდომაზე განაცხადა, რომ ამაყად დგომა შეუძლია, რადგან იცის, რომ ქვეყნის სიყვარულისთვის ასამართლებენ. 

მე ჩემი შინაგანი რწმენა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა, დღეს მე, გური მირცხულავა, განურჩევლად იმისა, რა განაჩენი დადგება დღეს, აქ ვდგავარ ამაყად და მადლობელი ვარ თითოეული ამ ადამიანის, თითოეული ამ ნაბიჯის, რაც ამ ადამიანებმა გადადგეს. ბატონო მოსამართლევ, ამის საპირწონდე, პროკურორს შეუძლია გაიმეოროს იგივე? - მე, პროკურორი ვაჟა თოდუა ამაყი ვარ, რასაც ჩავდივარ დღეს და ჩემი თითოეული ნაბიჯი მიმართული ქვეყნის საკეთილდღეოდ?"- განაცხადა გური მირცხულავამ. 

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის 11-ივე ტყვე პატიმრობაში დატოვა - თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 

ირაკლი შვანგირაძემ განაჩენი ადგილზე თათბირის შედეგად გამოიტანა. მისივე მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულები პატიმრობაში იმის გამო დატოვა, რომ მათ მიერვე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 10 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

იქამდე კი, სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, მოსამართლე შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად 11-ივე ბრალდებულმა სხდომა დატოვა. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები