"იმ ქვეყნებზე, რომლებიც ეცდებიან, აშშ-ის სტრატეგიული სავაჭრო პორტები ჩინეთს დაუთმონ, წნეხი გაიზრდება" - მელაშვილი

06.03.25 16:00
"იმ ქვეყნებზე, რომლებიც ეცდებიან, აშშ-ის სტრატეგიული სავაჭრო პორტები ჩინეთს დაუთმონ, წნეხი გაიზრდება" - მელაშვილი

"იმ ქვეყნებზე, რომლებიც ეცდებიან, აშშ-ის სტრატეგიული სავაჭრო პორტები ჩინეთს დაუთმონ, წნეხი გაიზრდება" - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

  • საუბარია კონგრესში დაინიცირებული ორპარტიული აქტზე, რომლითაც ამერიკელი პოლიტიკოსები სტრატეგიული მნიშვნელობის პორტებში ჩინურ ინტერესებთან ბრძოლას აანონსებენ. ამის პარალელურად კი ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს ანაკლიის პორტში დასავლური ინვესტიციების მოზიდვისთვის ისტორიული შანსი უჩნდება.

გიორგი მელაშვილის შეფასებით, ამერიკული კაპიტალის დაჩაგვრის მცდელობა რეაგირების გარეშე არ დარჩება. 

გაიზრდება წნეხი საგარეო პოლიტიკური იმ ქვეყნებზე, რომლებიც ეცდებიან, რომ შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული სავაჭრო ობიექტები, პორტები დაუთმონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. მიდგომების გათვალისწინებით, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ვაჭრობასთან დაკავშირებით, ასეთი ქმედებები, ამერიკული კაპიტალის დაჩაგვრის მცდელობა არ იქნება გატარებული ყოველგვარი რეაგირების გარეშე და პირიქით, ამას მოყვება მკვეთრი რეაგირება, მკვეთრი საერთაშორისო წნეხი. მათ შორის, ანაკლიის პროექტი, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს შეერთებულ შტატებს". - განაცხადა გიორგი მელაშვილმა. 

ჩინური გავლენების წინააღმდეგ ამერიკელმა კანონმდებლებმა მუშაობა დაიწყეს - კონგრესში დაინიცირებული ორპარტიული აქტით ამერიკელი პოლიტიკოსები სტრატეგიული მნიშვნელობის პორტებში ჩინურ ინტერესებთან ბრძოლას აანონსებენ. 

ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ამ პროცესების პარალელურად, საქართველოს ისტორიული შანსი უჩნდება. მათი თქმით, ახლა "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დააბრუნებს თუ არა ანაკლიის პორტში ამერიკულ ინვესტიციებს.

მსგავსი სიახლეები