"პირველების" ინფორმაციით, შსს ბაჩიაშვილის დახმარების აღმოჩენის ბრალდებით 2 მოქალაქისთვის ბრალის წარდგენას ცდილობს

06.03.25 17:11
"პირველების" ინფორმაციით, შსს ბაჩიაშვილის დახმარების აღმოჩენის ბრალდებით 2 მოქალაქისთვის ბრალის წარდგენას ცდილობს

"პირველების" ინფორმაციით, შსს სამინისტრო ბაჩიაშვილისთვის დახმარების აღმოჩენის ბრალდებით, ერთი დაკავებულის გარდა, კიდევ ორი მოქალაქისთვის ცდილობს ბრალის წარდგენას.

ბიზნესმენის ქვეყნიდან გაყვანის საქმეზე შსს-მ დღეს ერთი პირი დააკავა. 

უწყების განცხადების თანახმად, ამოღებულია ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ.

  • 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.  მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
  • ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება. 

რეჟიმს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკვე სამ საქმეზე აქვს დავა - კრიპტოვალუტის, "მტკვარი ჰესის" და საზღვრის კვეთის საქმეზე ბიზნესმენს უკვე აღკვეთი ღონისძიების სახით სამი პატიმრობა აქვს.  

მსგავსი სიახლეები