სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი იწყება - ოჯახი საქმის აბსურდულობაზე საუბრობს

11.03.25 11:55
სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი იწყება - ოჯახი საქმის აბსურდულობაზე საუბრობს

სასამართლოში პოლიტიკური პატიმრების გასამართლება გრძელდება. დილიდან მოსმართლე ჯვებე ნაჭყებია განსაკუთრებით დიდი ოდენებით ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმის განახილვას იწყებს.

დღევანდელ პროცესზე მოწმეებს გამოკითხავენ. ეს შესაძლოა, იყვნენ ის პოლიციელები, რომლებმაც აქტივისტი დააკავეს და ასევე თარჯიმანი.

ადვოკატიც და ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ თარჯიმანი ნეიტრალური მოწმე არ არის და არც საქმეშია რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება. მათი თქმით, თარჯიმანი სახელმწიფომ დაიქირავა და შესაბამისად, ის ნეიტრალური ვერ იქნება. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ანტონ ჩეჩინი აქციებზე დგომის გამო ისჯება. 

არ აქვს ამ რეჟიმს იმხელა რესურსი, რომ ეს მოსამართლეები, პროკურორებიც, ყველა ემთხვევა ერთმანეთს, რადგან 50-ზე მეტ ადამიანს სხვადასხვა მოსამართლეები, პროკურორების და პოლიციელები ვერც მიამაგრეს, ამიტომ თუნდაც ეს სახელები რომ მეორდება ასე ხშირად, ასეთ საქმეებს აძლევენ მხოლოდ მათ, ვინც არის ყველაფრის მკადრებელი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩანს, რა აბსურდულიც არის ყველაფერი. ერთი მაინც თუ გადმოვა ნათელ მხარეზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს სისტემის დაშლისთვის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამის იმედი მაინც და მაინც მაქვს, რადგან უკვე თავიდანვე იცოდნენ, რასაც მოაწერეს ხელი, - ამბობს ჩეჩინის მეუღლე. 

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა. 

მსგავსი სიახლეები