გიორგი ჩიკვაიძე ციხეში გადაჰყავთ - ფინანსური პოლიციაა მისული ბიზნესმენის და მისი ბიზნესპარტნიორის სახლში

11.03.25 13:07
გიორგი ჩიკვაიძე ციხეში გადაჰყავთ - ფინანსური პოლიციაა მისული ბიზნესმენის და მისი ბიზნესპარტნიორის სახლში

 

 

გიორგი ჩიკვაძე ციხეში გადაჰყავთ, მის სახლში კი "პირველების" ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია ჩხრეკაზე მივიდა. რას ეძებენ სამართდამცველები ბიზნესმენის სახლში უცნობია.

ახლა გიორგი სახლში, საგურამოში, არის მისული ალბათ ნახევარი სამმართველო ჩხრეკაზე, რაც კი არსებობს საქართველოში.  იქ არის დედაჩემი, არ უშვებს ადვოკატის გარეშე, მივა ადვოკატი და ამის შემდეგ მჯსიცემს შესვლის უფლებას", - ამბობს ჩიკვაიძის ძმა. 

საგურამოში ჩხრეკაზე მისული სამართალდამცველების კადრებს სოციალურ ქსელში გიორგი ჩიკვაიძის დედაც ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ სახლთან ფინანსური პოლიციის უამრავი წარმომადგენელი იმყოფება.

პარალელურად კი ირაკლი პაპიაშვილის ინფრომაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მის სახლშიც, მანამდე კი პაპიაშვილს ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზის დატოვებისთანავე დაუპირეს.

 

ჩხრეკაზე თანხმობა პაპიაშვილმა ადვოკატის ჩართვის შემდეგ განაცხადა - სასამართლომ ამისთვის ერთ-ერთი ოთახი გამოყო. ჩხრეკა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.

  • ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.