ფინანსური პოლიცია სასამართლოს ეზოში ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის მანქანას ჩხრეკს
ამ წუთებში, სასამართლოს ეზოში გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის მანქანას ჩხრეკს. საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსური პოლიცია ახორციელებს.
პაპიაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთების გარდა 5 ათასი დოლარი ამოიღეს.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველები არიან მისულები ჩხრეკაზე საგურამოში, გიორგი ჩიკვაიძის სახლში. ასევე პაპიაშვილის ინფორმაციით, ფინანსური პოლიციაა შესული მის სახლშიც.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.
- ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.