უკრაინა/ამერიკის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - ბოლო ცნობები საუდის არაბეთიდან

11.03.25 17:41
უკრაინა/ამერიკის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - ბოლო ცნობები საუდის არაბეთიდან

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საუდის არაბეთია - ქალაქ ჯიდააში უკრაინის და ამერიკის დელეგაციების შეხვედრა 4 საათის წინ დაიწყო. სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შესვენება - CNN წერს, რომ მარკო რუბიო და მაიკლ ვოლსი იმ სასატუმროს დერეფანში შენიშნეს, სადაც მოლაპარაკებები იმართება.

  • ოვალურ კაბინეტში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, ეს ორი ქვყენის წარმომადგენლების პირველი შეხვდრაა.

ოფიციალურმა პირებმა შეხვედრის დაწყებამდე ყველა კითვაზე პასუხის გაცემაზე უარის თქვეს. 

ცნობილია, რომ უკრაინა ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შეთანხმებაზე წასვლას აპირებს, თუმცა თუმცა კონკრეტული პირობებით.

უკრაინის რადას წევრი, დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ასახელებს 3 ძირითად პუნქტს, რომელსაც მისი თქმით, უკრაინა მლპარაკების მაგიდასთან აუცილებლად დაიცავს. 

აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება. რუსეთი ყველა პაუზას იყენებს, რათა გააძლიეროს თავისი თავდასხმები. უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერისა და წითელი ხაზების მნიშვნელობაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. 
არსებობს სამი ძირითადი პუნქტი, რომელიც უნდა დავიცვათ:

  • ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსების ტერიტორიებად. 
  • სუვერენიტეტი - უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებებს თავის არმიასთან, სამხედრო წარმოების გაფართოებასთან და ალიანსებში შესვლასთან დაკავშირებით.
  • უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც დაიცავს უკრაინას განმეორებითი რუსული აგრესიისგან", - აცხადებს უკრაინის რადას წევრი, დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო

საუდის არაბერთში ამერიკა/უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. 

მსგავსი სიახლეები