ვინ არ მოაწერა ხელი სტუდენტების გარიცხვას - სია
ცნობილია, ვინ არ მოაწერა ხელი თეტრალურ უნივერსიტეტიდან პროტესტის მონაწილე სტუდენტების გარიცხვას. ინფორმაციას თეტრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
ირკვევა, რომ ახალგაზრდებისთვის სტატუსის შეწყვეტაზე უარი ეთიკის კომისიიდან მხოლოდ გიორგი მარგველაშვილმა და თინათინ ასათიანმა თქვეს.
ეთიკის კომისიის 7 წევრიდან მხოლოდ გოგი მარგველაშვილმა და თინათინ ასათიანმა(სტუდენტი) არ მოაწერეს ხელი სტუდენტების სტატუსის შეწყვეტას!, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომისიის წევრები არიან:
- გიორგი მარგველაშვილი – რექტორის მოადგილე;
- გიორგი ფხაკაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
- გიორგი სიხარულიძე – დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
- მერაბ ურუშაძე – კინო-ტელე ფაკულტეტის პროფესორი;
- ქეთევან ტრაპაიძე – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ნათია გოგიჩაიშვილი – იურისტი;
- თინათინ ასათიანი – სტუდენტური თვითმმართველობა.
შეგახსენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა შენობიდან გაფიცული სტუნდეტები პოლიციის დახმარებით გააძევა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ახალგაზრდებს სტუდენტის სტატუსიც შეუჩერეს.