სამდღიანი თვალთვალის შემდეგ გიორგი ჩიკვაიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს - რისი ეშინია რეჟიმს?

11.03.25 20:20
სამდღიანი თვალთვალის შემდეგ გიორგი ჩიკვაიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს - რისი ეშინია რეჟიმს?

მოსამართლე იზა კელენჯერიძეს რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ საბოლოოდ განაჩენის გამოცხადებამდე, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წინასწარ პატიმრობაში გაეშვა. ხელბორიკლები იახტების ბიზნესის მფლობელს პირდაპირ სასამრთლო დარბაზში დაადეს.   

გიორგი ჩიკვაიძე ხუთდღიანი თვალთვალის შემდეგ წინასწარ პატიმრობაში პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გაუშვეს. დღეს გამოძიება ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა სადახლოს გამშვები პუნქტის გავლით დატოვა, ამ ტერიტორიაზე ხშირად ჩადიოდა ჩიკვაიძე და მეზობელ ქვეყანაში გადასასველელ გზებს ეძებდა. 

ეს ვერსია გიორგი ჩიკვაიძემ პირველად სხდომათა დარბაზში მოისმინა. ადასტურებს, რომ 6 მარტს სართიჭალაში მეგობრების ოჯახში ბაირამის დღესასწაულზე იყო ჩასული. 

ირკვევა, რომ თვალთვალის შესახებ ყველა ვიდეომასალაში, რომელსაც გიორგი ჩკვაიძე ბოლო სამი დღის განმავლობაში აქვეყნებდა, ნამდვილად სპეცსამსახურების თანამშრომლები ჩანდნენ. ფინანუსრმა პოლიციამ 7 მარტიდან თვალთვალი ჩიკვაიძეზე და მის ბიზნეპარნტიორეზე, ირაკლი პაპიაშვილზე ოფიციალურად გამოაცხადა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები