რა არ აპატია ოლიგარქმა ბიზნესმენ ჩიკვაიძეს?
პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის და მისი რუსული კავშირების მხილება "ქართული ოცნების" სტაჟინმა მხარდამჭერმა ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ხმამაღლა ისაუბრა როგორ სთხოვდნენ ბიზნესმენს საქართველოში რუსი ოლიგარქების ინტერესების გატარებას. ტელეინტერვიუში, რომელიც გიორგი ჩიკვაიძემ შაბათის ეთერს მისცა, ის ამტკიცებდა, რომ რეჟიმი სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერეპასკას სანქცირებული იახტების გადარჩენის საიდუმლო ოპერაციაში ჩართვას აიძულებდა.
იმის დასადასტურებლად, რომ რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი საქართველოში ნამდვილად ცდილობდა სანქცირებული იახტების გადამალვას, ტვ პირველის შაბათის ეთერმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ოლეგ დერეპასკას წარმომადგენელი ითხოვს, რომ სანქცირებული იახტა რეგისტრაციაში საქართველოს გაეტარებინა, რაც მიანიშნებს, რომ საქმე მაღალ ეშელონებში იყო დალაგებული.
ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ მაშინ რუსი ოლიგარქირის დახმარება მას "ქართული ოცნების" ლიდერბემა დაავალეს, შუამავალი კი პარლამენტის წევრი იყო.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.