თეთრი ძაფით ნაკერი საქმეების კასკადი - რა ხდება აქტივისტების პროცესებზე

11.03.25 21:00
თეთრი ძაფით ნაკერი საქმეების კასკადი - რა ხდება აქტივისტების პროცესებზე

ანტონ ჩეჩინი ცრუ მოწმე პოლიციელს ამხელს და სასამართლოსთვის ყალბი ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს. ჩეჩინის საქმეზე დღეს კრიმინალური პოლიციის ოპერატიული თანამშრომელი გამოიკითხა, რომელიც ამტკიცებდა რომ ჩეჩინს არასდროს შეხვედრია და მისი ამ საქმეში მხოლოდ საწყის ეტაპზე ფიგურირებს, რა დროსაც ზემდგომს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ჩეჩინს ნარკოტიკები ჰქონდა. პროცესზე მოვლენები რადიკალრად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბრალდებულმა გაახსენა, რომ დაკითხვის შემდეგ სწორედ ის მივიდა და ეუბნეოდა, გაევლო ნარკოლოგიური შემოწმება.

ოპერატიული თანამშრომელი დღეს ამტკიცებდა, რომ პირი, ვინც ჩეჩინთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, 9 წელია, რაც მისი ინფორმატორია და თითქოსდა ამ კონფიდენტმა მოუყვა ჩეჩინის ნარკოტიკების მოხმარებასა და ფლობასთან დაკავშირებით. თუმცა, ირკვევა, რომ სახლის ჩხრეკის დროს გამომძიებლებს კანონსაწინააღმდეგო საშუალება არ ამოუღიათ.

როგორ იკერება საქმეები თეთრი ძაფით - არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს ნარკოტიკების შეძენა- შენახვის ბრალდებით დაკავებულების საქმეები, მათ შორის ჩეჩინის და ეჭვობენ, რომ მას, სავარაუდოდ, ნარკოტიკი ჩაუდეს. იურისტებმა შეისწავლეს მათ შორის ღიმილის ბიჭების საქმეებიც, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მონაწილეობას ედავებიან. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება - არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულდებდნენ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები