პაატა ბურჭულაძე კიდევ დააჯარიმეს

11.03.25 20:50
პაატა ბურჭულაძე კიდევ დააჯარიმეს

პაატა ბურჭულაძე კიდევ დააჯარიმეს - მსოფლიო ბანს კვლავ გზის გადაკეტვას ედავებიან.

მსოფლიო ბანი ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ “ქართული პოლიცია მედგრად დგას კანონის სადარაჯოზე!“

დღეს უფროსმა დეტექტივმა მამუკა გიორგაშვილმა მომიტანა 5000 ლარიანი ჯარიმა. იმისდა მიუხედავათ,რომ მას ლაპარაკის პრობლემა ქონდა ჩვენ მაინც კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

ერთი რამის თქმა შეიძლება:

ქართული პოლიცია მედგრად დგას კანონის სადარაჯოზე!, - წერს ბურჭულაძე ვიდეოს აღწერაში.