ეგ ჯარიმებიც, ბოლოს, მათი გადასახდელი იქნება - პაატა ბურჭულაძე

11.03.25 21:57
ეგ ჯარიმებიც, ბოლოს, მათი გადასახდელი იქნება - პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მეხუთედ დააჯარიმეს. ბურჭულაძე, რომელიც პროტესტის 104-ე დღეს კვლავ აქციაზე იმყოფება, დარწმუნებულია, რომ მის სახელზე კიდევ ბევრ ჯარიმას მიიტანენ.

 მსოფლიო ბანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და მას გაასაჩივრებს. 

მე ჯერ ნორჩი ვარ, მეხუთედ დამაჯარიმეს, არის ხალხი, მაგალითად ნადიმ ხმალაძეს მე-10 ჯარიმა მიუტანეს. მე კიდევ ბევრი მიკლია, რომ ლიდერი ვიყო. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელგანთქმული და კანონის მოყვარული პოლიცია, კიდევ ბევრს მომიტანს. 

არ სიამოვნებთ მათ, რომ ხალხი ქუჩაშია, თავისი მომავლის სადარაჯოზე და ხელს უშლის მათ მორგებულ მოკალათებულ ცხოვრებას. მათ მოირგეს ქვეყანა, რამდენიმე ოჯახმა, და უნდათ, რომ ვემსახუროთ მათ, მაგრამ ეს ქვეყანა არის ჩვენი და უნდა ვემსახუროთ მას და ერთმანეთს. ეს ჩვენი ქვეყანაა და მას არ დავთმობთ.

ჯარიმები მოიტანონ, ეგ არაფერია, მაგ ჯარიმებს ეშველება, მე ერთი ვიცი, რომ თვითონ ინანებენ, რადგან მათი გადასახდელი იქნება ბოლოს, - ამბობს ბურჭულაძე.