ადვოკატი: პროკურატურამ მიმინოშვილის ვიდეო გადმოწერა fb პროფილიდან, სადაც მხოლოდ რონალდუს, ჩიმაევის და კალაძის ფოტოები იძებნება

12.03.25 15:28
ადვოკატი: პროკურატურამ მიმინოშვილის ვიდეო გადმოწერა fb პროფილიდან, სადაც მხოლოდ რონალდუს, ჩიმაევის და კალაძის ფოტოები იძებნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - დღეს უნდა გადაწყდეს, დაიწყებს თუ არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაკავებულების საქმის არსებით განხილვას სასამართლო. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა უნდა გამოაცხადოს.

ადვოკატები საქმიდან სავარაუდო ფალსიფიცირებული მტკიცებულებების და ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების ამოღებას ითხოვენ. 

სასამართთლო სხდომაზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს აჩვენა ფბ ექაუნთი, საიდანაც პროკურატურას სინდისის პატიმრის, ირაკლი მიმონოშვილის სავარაუდო დანაშაულის მამხილებელი ვიდეო აქვს ჩამოწერილი. 

ირკვეა, რომ პროფილი 2024 წელს არის შექმნილი და მასზე მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს, ხამზად ჩიმაევის და კალაძის რამდენიმე ფოტო იძებნება. 

 

მიმინოშვილის ვიდეოს გადმოწერა მოხდა პროფილიდან, რომელსაც პირველი პოსტი აქვს 2024 წლის 13 მაისს. არცერთი ავთენტური ფოტო ამ ფბ პროფილზე არ არის. კრიშტიანუ რონალდუს, ხამზად ჩიმაევის და კალაძის ფოტოები აქვს ფეისბუკზე. ეს გახლავთ პროფილი, სადაიცანაც აიღო პროკურატურამ მათი ვარაუდით ირაკლი მიმინოშვილიი მამხილებელი ვიდეო", - ამბობს შოთა თუთბერიძე 

სხდომაზე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებშია, ასევე ჩხრეკის ოქმები, კანონიერად არის მოპოვებული.

ყურადღება გამახვილდა ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკაზე, რის საპასუხოდაც ცეცხლაძის ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ სინდისის პატიმარს ხელი არ აქვს მოწერილი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე, ასევე ის ფაქტი, რომ ცეცხლაძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ-წყნარ ვითარებაში, რასაც პროკურორი აპელირებდა სასამართლო სხდომაზე, ეს იმას კი არ ადასტურებს, რომ მას პრეტენზია არ ჰქონია მის სახლში განვითარებულ მოვლენებზე.

ზვიაც ცეხლაძეს განცხადება არ გაუკეთებიაო ჩხრეკის მიმდინარეობაზეო, ის რომ ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ-წყნარ ვითარებაში, ეს იმას კი არ ადასტურებს, რომ მას პრეტენზია არ ჰქონია მის სახლში განვითარებულ მოვლენებზე და იქ იმ ნივთების განთავსებაზე, ეს იმას ადასტურებს, რომ ეს ადამიანი თავისი ბუნებით კანონმორჩილია და ემორჩილებოდა გამომძიებლის მითითებებს, მაშინ როცა თუნდაც იყო რაღაც საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიის გამოხატვის საშუალება. ზვიად ცეცხლაძეს ხელი არ აქვს მოწერილი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე. რეალურად, ხელის არმოწერის მიზეზი იყო ის, რომ ზვიად ცეცხლაძის სახლში განთავსდა ისეთი ნივთები, რომელი ივთებიც არ ეკუთვნოდა მას - ეს ნივთები იყო თითქოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, ქილები, რომელშიც იყო მოთავსებული თითქოს ზეთი და ბენზინი და ა.შ."- განაცხადა ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.