მილიონები საარბიტრაჟო დავებში - აღმოჩენილია 70 მილიონიანი კონტრაქტი, რომელიც "ოცნებამ" იურიდიული მომსახურებისთვის უნდა დახარჯოს

12.03.25 15:33
მილიონები საარბიტრაჟო დავებში - აღმოჩენილია 70 მილიონიანი კონტრაქტი, რომელიც "ოცნებამ" იურიდიული მომსახურებისთვის უნდა დახარჯოს

"ქართული ოცნება"  საერთაშორისო დავებში კოლოსალურ ფულს ხარჯავს - აღმოჩენილია 70 მილიონიანი კონტრაქტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სხვადასხვა სასამართლოში იურიდიული მომსახურებისთვის უნდა დახარჯოს.

ცალკეა გზების დეპარტამენტი, რომელიც ხელშეკრულებებს საარბიტრაჟო დავებისთვის დაფორმებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კომპანია "ენკასთან" წაგებული საარბიტრაჟო დავის გამო ქართველმა ხალხმა ინვესტორს თითქმის ერთი მილიარდი ლარი უნდა გადაუხადოს.

კორუფციის მკვლევარები  და იურისტები, რომლებიც ტენდენციებს აკვირდებიან, ამბობენ, რომ მთავრობა ინვესტორებთან დავას იწყებს, მაგრამ ძირითადად აგებს,  ეს პროცედურა კი სახელმწიფოსთვის დამატებით კიდევ მილიონების ზარალია. მათივე თქმით, საარბიტრაჟო დავების სიმრვალე პრობლემაა ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. 

გარიგების დადების დროს ხომ არ ხდება შეცდომების დაშვება? შეიძლება, იმდენი ფარული ნაღმი იყოს ხელშეკრულებაში, რომელიც არ აფეთქდეს ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი, მაგრამ აფეთქდეს რაღაც პერიოდის შემდეგ და თუ სახელმწიფო უწყებებმა რაღაც ვალდებულებები ვერ შეასრულეს, არ შეასრულეს და ეს რისკი ვერ გათვალეს დადების დროს. ანუ საერთო ტენდენცია გვაჩვენებს, რომ სადღაც არის პრობლემა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვინახავს წაგებული დავები სახელმწიფოსი, მაგრამ გვინახავს რომელიმე ჩინოვნიკს, მინისტრს პასუხი ეგო ამისთვის? ანუ ტენდენცია ასეთი, რომ სულ დაცვაში ვართ, სულ თავს ვიცავთ და მაშინაც კი, როცა, დავუშვათ, სახელმწიფოს ნაკლები, ვიდრე უწევს, ეს წარმატებად მიგვაჩნია, რომ აი, ვითხოვდით, ვთქვათ, 10 მლნ-ს პირობითად და ჩვენ მხოლოდ 2 მლნ დაგვაკისრა. ის, რომ ყოველთვის ინვესტორი ედავება სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ეს ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრობლემას აჩენს. არის ნეგატიური დამღა გარემოსთან მიმართებით და ყველა ინვესტორი ამას აკვირდება და უყურებს, იმიტომ, რომ ინვესტორი ფრთხილია და ახალ გარემოში ყველა ფაქტორს ითვალისწინებს, - ამბობს იურიდიული კომპანია BLB-ს დამფუძნებლი და მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე.

რაც შეეხება მთლიანად თანხების მოცულობას, ოპოზიციის ინფორმაციით, ივანიშვილის ხელისუფლებამ 2013-დან 2023 წლამდე დავებში, მინიმუმ, 250 მლნ დაიხარჯა.

ხელისუფლების ოპონენტები "ოცნებას" ბიუჯეტის ფულის არაციონალურ ხარჯვაში ადანაშაულებს.  

ინვესტიციები ბოლო წლების ისტორიულ მინიმუმზეა. ჩენ ვხედავთ, რომ 2014-23 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ საარბიტრაჟო დავებში გადახდილია 250 მლნ ლარზე მეტი, რაც არის ქართველი ხალხიდან დამატებით ამოღებული ფული იმ კრიმინალური ოპერაციების გასათეთრებლად, რომელსაც ივანიშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს, რომელიც გადახდილია იურიდიულ მომსახურებაში სხვადასხვა არბიტრაჟებში, რაც არის ძალიან მკაფიო სიგნალი იმისა, თუ როგორად წარმოუდგენია ივანიშვილს ამ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო უცხოური ინვესტიციების და დიდი კომპანიების მუშაობა, - ამბობს საბა ბუაძე. 

ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ის გარემოებაც, რომ დავებისთვის გამოყოფილი იურიდიული თანხების გარდა, ცალკეა სამივლინებო და საჯარო მოხელეების ცხოვრების ხარჯკები იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო პროცესები იმართება.