ვინ არ იცის კანონი? - ცნობები სინდისის პატიმრების სასამართლოდან

12.03.25 17:35
ვინ არ იცის კანონი? - ცნობები სინდისის პატიმრების სასამართლოდან

სინდისის პატიმრების საქმე - პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობა/არდასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არსებობს ვიდეო, რაც ბრალდებულთა დანაშაულს ამყარებს. საპირისპირო პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ვიდეო საჯარო სივრციდანაა ამოღებული, ზოგადად, მტკიცებულებები არის კანონდარღვევით მოპოვებული და ისინი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

ადვოკატების განმარტებით, თუკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, პროკურატურა დაუშვებლად მიიჩნევდა საჯარო სივრციდან ამოღებული ვიდეომასალების მტკიცებულებად დართვას, ამ მიდგომით, აღნიშნულ საქმეზეც საჯარო სივრციდან ამოღებული ვიდეოებიც დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

"პროცესი ცოტა კომიკურ ხასიათს იძენს... მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე თუ არ შეიძლება და დაუშვებელია და პროკურატურა ამტკიცებს რომ დაუშვებელია მტკიცებულება, რომელიც საჯაროდ იქნა გავრცელებული და გადმოწერილი დათვალიერების შემდეგ, რატომ არის დაუსვებელი მტკიცებულება და აქ იგივე პროკურატურა რატომ გვიმტკიცებს, რომ ამ გზით მოპოვებული მტკიცებულება შეიძლება იყოს დასაშვები", - განაცხადა ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

მზია ამაღლობელის საქმეზე პროკურატურას ჰქონდა განსხვავებული არგუმენტები, იქ საჯარო სივრციდან ამოღებულ მტკიცებულებას დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სააგენტოების მიერ იყო გავრცელებული და პროკურატურის ის შუამდგომლობა სასამართლომ გაიზიარა. თქვენ, ბატონო დავით, სხვა შემთხვევებში თუ იღებთ ასეთ შემთხვევებში კონკრეტული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ საქმეში რატომა რ უნდა მიიღოთ, რა გიშლით ხელს? გადაწყვეტილებებს დაუჯერეთ. დავით მგელიაშვილს ვთხოვ დავით მგელიაშვილს დაუჯეროს", - თქვა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა დავით კოჟორიძემ. 

მე მიჩნდება ასეთი კითხვა, თბილისში მოქმედმა პროკურორებმა არ იციან კანონი, თუ ბათუმში მოქმედმა პროკურორებმა?"- თქვა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა. 

დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს, რომ თავი აეცილებინა ამ საქმიდან.

ამ შემთხვევაში მე ამ გადაწყვეტილებისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს. ბათუმში ბრალდებამ რა შუამდგომლობა დააყენა ეს მე არ ვიცი, მე უშუალოდ ვსაუბრობ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიმაჩნია რომ სწორია", - განაცხადა მოსამართლემ. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები