გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც გუშინ სასამართლო დარბაზში დააკავეს, საპატიმროში შიმშილობა დაიაყო.
პატიმარი ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და მთავარ პროკურორს აკისრებს.
ამასთან, ჩიკვაიძე ოჯახის ახლობლებსა და ნაცნობებს მიმართავს: "ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე":
მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.
ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის.პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, რუსეთის აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს.
ასევე მინდა მივმართო ჩვენი ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე.
ეგობრებო არ გაჩერდეთ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე"- ამბობს ჩიკვაიძე.
დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.