პროტესტის 105-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 105-ე დღეს დედაქალის მთავარი გამზირი გადაიკეტა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ცოტა ხანში საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ადამიანები შეუერთდებიან.
თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც ესე უწყვეტად გრძელდება 105- ე დღეა, პირველ ყოვლისა ეს არის პასუხი ოლიგარქის მიერ მიტაცებული არჩევნებისთვის და უარყოფილი ევროპული კურსის. ყოველდღიურად ვხედავთ, არალეგიტიმური ხელისუფლების უსამართლო ნაბიჯებს, სასამართლოს უკანონო ქმედებებს, უფრო მეტი ადამიანისკენ მიემართება უსამართლო ჯარიმები, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს გასრისოს თავისუფალი მოქალაქე, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს, იმისთვის რომ არ შეეგუოს ერთი კაცის მმართველობას, კრემლის მიერ დასმულ ხელისუფლებას საქართველოში. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, სანამ არ დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნები", - ამბობს ზვიად კვარაცხელია.