"გოგებაშვილს დაესხნენ თავს... ყაველაშვილმა მისი ზონდერები მიუგზავნა, დაასისხლიანეს და თან ვიდეოს უღებდნენ" - ნენსი ვოლანდი

12.03.25 23:31
"გოგებაშვილს დაესხნენ თავს... ყაველაშვილმა მისი ზონდერები მიუგზავნა, დაასისხლიანეს და თან ვიდეოს უღებდნენ" - ნენსი ვოლანდი

Facebook ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორი, ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის თანამშრომელს, ლაშა გოგებაშვილს თავს დაესხნენ. 

სამოქალაქო აქტივისტის ცნობით, გოგებაშვილს ზონდერები მიუგზავნეს, რომლებიც ახალგაზრდა კაცს თან ურტყამდნენ და თან ვიდეოს უღებდნენ. 

ჩემს თანამშრომელს, ლაშა გოგებაშვილს დაესხნენ თავს!

ლაშას ხუმრობის ვიდეო გემახსოვრებათ. ლაშა ციხეშიც ყავდათ გამოკეტილი სრულიად უსამართლოდ და ახლა ყაველაშვილმა მისი ზონდერები მიუგზავნა. “ვისი საყვარელი ხარ” შენო და ჩაარტყეს რაღაც, შემდეგ დაუწყეს ცემა. დაასისხლიანეს და თან ვიდეოს უღებდნენ რომ მერე მათ ბატონებს მიუბრძანონ კუდის ქიცინით რომ იმათმა თავზე ხელი გადაუსვან!

გპირდებით, რომ თქვენი აღსასრული მალე დადგება და იმაზე 100-ჯერ სასტიკი იქნება ვიდრე ის, რასაც ჩვენ გვიკეთებთ! ვერავის გააჩუმებთ მაგით, მხოლოდ ბრაზს იწვევთ!" - წერს ვოლანდი.