ადვოკატი: მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას, - ამის შესახებ ადვოკატმა თამარ კორძაიამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს განაცხადა.
ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, 11 იანვარს სტიკერის გაკვრით პოლიციის შენობის იერ-სახე არ დამახინჯებულა.
ერთადერთი, რის გამოც მზია ამაღლობელი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის ზუსტად ის, რომ მოსამართლემ, ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო ჩათვალა, რომ ის დანაშაულს კიდევ ჩაიდენს. პირადად ჩემთვის, როგორც მზიას ადვოკატისთვის ეს პროცესი გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლის სამართლის საქმე იმიტომ, რომ ამ პროცესში მტკიცებულებებში უფრო მეტი სიყალბეა. მადლობა თქვენ, რომ იმ მოსამართლისგან განსხვავებით მოწმეები დაუშვით და იმედი მაქვს, რომ მოწმეები თავიანთი ჩვენებებით ამ ოქმებს გააქარწყლებენ. ამ ოქმიდან გამომდინარე მათ სურთ, რომ მზია ამაღლობელი დატოვონ წინასწარ პატიმრობაში. მე არ ვლაპარაკობ სისხლის სამართლის ბრალდების კანონიერებაზე, მაგრამ თქვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება თუ არა საქმეზე“, - მიმართა მოსამართლეს თამარ კორძაიამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო.
მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.
პროცესს დისტანციურად ესწრება მზია ამაღლობელიც.