"პირველების" ინფორმაციით, ვაკეში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი

17.03.25 20:13
"პირველების" ინფორმაციით, ვაკეში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი

მკვლელობა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაური დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენას ელოდება. 

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე გახმაურებული მკვლელობა 16 აპრილს მოხდა. ჩაცხრილულია ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე, რომელიც შაბათის ეთერის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა 22:00 საათის შემდეგ ჩნდება. ცალმხრივი მოძრაობის გამო მძღოლი ლევან ჯანგველაძის ავტომობილს ჭავჭავაძის 9 ნომერში აჩერებს, 7 ნომრამდე კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევს, სადაც ქილერი მას ჩასაფრებას უწყობს და 9 ტყვიას ესვრის. 

მსგავსი სიახლეები