გელა უძილაურის ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებში სათვალთვალო კამერის ჩანაწერები არ დევს

19.03.25 16:00
გელა უძილაურის ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებში სათვალთვალო კამერის ჩანაწერები არ დევს

 

 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე - ბრალდებულ გელა უძილაურის ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებში სათვალთვალო კამერის ჩანაწერები დღეის მდგომარეობით არ დევს. 

კადრები დღეის მდგომარეობით მე არ მაქვს საქმეში, როგორც მტკიცებულება. დღეის მდგომარეობით, რაც სასამართლოში შემოვიდა, აღნიშნული კადრები არ არის. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები (საუბარია მედიაში გავრცელებულ კადრებზე) არ მინახავს საქმის მასალებში. არ არსებობდა მტკიცებულებითი საფუძველი, რომ გელა უძილაურის მისამართით ზოგადად გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა", - ამბობს ადვოკატი. 

ყოფილ სპეცრაზმელს საკუთრ სასამართლო სხდომაზე დუმილი არ დაურღვევია. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის შესახებ მსჯელობას სასამართლო 13 მაისს გააგრძელებს. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.