მინდა ჩემი შვილი ცოცხალი მყავდეს, გადაიყვანეთ საავადმყოფოში - ჩიკვაიძის დედის მიმართვა

19.03.25 16:09
მინდა ჩემი შვილი ცოცხალი მყავდეს, გადაიყვანეთ საავადმყოფოში - ჩიკვაიძის დედის მიმართვა

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა - ოჯახი მის საავადყოფოში გადაყვანას ითხოვს.

ბიზნესმენის დედამ, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ყველა პასუხისმგებელ პირს მიმართ და მოუწოდა, რომ "პატიმარს მიხედონ".

მას ჰქონია კრუნჩხვა, გუშინ საღამოს უკვე იყო საუბარი სავადმყოფოში გადაყვანაზე. არ ციცი, რატომ არ გადაიყვანეს.  სავარაუდოდ, ჩართულია უკვე ნევროლოგია, არ აქვს მგრძნობელობა ფეხებში. დღეს უკვე ეტლით გამოიყვანეს ადვოკატთან, სილურჯე ფრჩხილების არეში, ფეხების შეშუპება. ის მერვე დღეა, შიმშილობს და მე ადრეც ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში თვითონ მარტოა და ეს მისი გადაწყვეტილებაა“, - ამბობს "ტვ პირველთან" ეკა წერეთელი.

 პატიმარს მიხედეთ, ჩემი შვილი მე მინდა ცოცხალი - მოუწოდებს ჩიკვაიძის დედა შესაბამის სამსახურებს: 

კეთილი ინებეთ და მოაუარეთ თქვენს პატიმარს. ყველაფერს აქვს ზღვარი. მე დედა აქედან, იმ ოთხ საკანში ვერ მოვეშველები, გადაიყვანეთ საავამდყოფოში. ძალიან მდგომარეობაა, არ ვიცოდი ამ კრუნჩხვის შესახებ.

 ძალიან რთულია ეს ყვეალფერი. მე თქვენ ჩემს ცრემლებს არ დაგანახებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე. მივმართავ ყველა იმ პასუხისმგებელ ადამიანს, ასე არ შეიძლება! პატიმარს მიხედეთ, ჩემი შვილი მე მინდა ცოცხალი და არც თქვენ არ გინდათ ის მკვდარი", - ამბობს ეკა წერეთელი. 

ჩიკვაიძს გართულებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა გაავრცელა.  მისი თქმით, ბიზნესმენი ვერ გადაადგილდება. 

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.  

პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.