ჩინჩალაძის და მურუსიძის საბანკო ანგარიშები გაქრა - "პირველების" ექსპერიმენტი

03.04.25 15:24
ჩინჩალაძის და მურუსიძის საბანკო ანგარიშები გაქრა - "პირველების" ექსპერიმენტი

მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის სახელზე საქართველოს მთავარ ბანკებში ანგარიშებიც აღარ იძებნება. ბრიტანული სანქციების შემდეგ გავლენიან მოსამართლეებს არათუ საბანკო ბარათები დაუბლოკეს, გაქრა მათი ანგარიშებიც. სისტემაში აღარ იძებნება არც ლარის არც დოლარის და არც ევროს ანგარიშები.

"პირველებმა" ექსპერიმენტი ჩაატარა და სცადა, დასანქცირებული მოსამართლეების ანგარიშებზე სიმბოლური თანხა გადაერიცხა, თუმცა ეს ანგარიშების არარსებობის გამო ვერ მოახერხა.

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეტი გააგრძელებს იმ ადამიანების საქმიანობის შესწავლას, როლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არიან მხილებულნი.

ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი აგრძელებს შესწავლას საქართველოში იმ ადამიანების საქმიანობის, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არიან ჩართულნი და კორუფციაში არიან გარეულები. ჩვენ გვახსოვს, რომ მაგნიცკის სიით დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები და დღეს უკვე ვნახეთ, რომ კონკრეტული მოსამართლეები დასანქცირდნენ კორუფციის ბრალდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში გაგრძელდება ანტიდემოკრატიული და რეპრესიული ქმედებები, რომელშიც ჩართულია ყველა უწყება, - ამბობს ნინო ლომჯარია. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ქართული საბანკო სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს, ამიტომ მათ ბრიტანული სანქციების აღსრულება მოუწევთ. 

მთავარი მოქმედი პირი და ფიგურა აქ არის ჩინჩალაძე, რომელიც მდიდრდება გაურკვეველი წყაროებიდან რგორც ჩანს და როგორც წერია თვითონ ბრიტანეთის მთავრობის ამ დასკვნაში. ჩვენი საბანკო სისტემა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ცხადია, მათ ძალიან კარგად იციან, თუკი ისინი არ შეასრულებენ სანქციების რეჟიმს, ამ შემთხვევაში, მათ არსებობს სერიოზული საფრთხე შეექმნება, - ამობს ეკა გიგაური. 

  • ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
  • დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
  • ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.

მსგავსი სიახლეები