სინდისის პატიმრების საქმის განხილვა 23 აპრილს გაგრძელდება

07.04.25 13:43
სინდისის პატიმრების საქმის განხილვა 23 აპრილს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 ადამიანის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი დღეს დასრულდა.

სინდისის პატიმრების საქმის განხილვა 23 აპრილს 15:00 საათზე გაგრძელდება.

ასევე გაიწერა არსებითი განხილვის მომდევნო სხდომების გრაფიკი: 2 მაისი 11:00 საათი, 7 მაისი 12:00 საათი, 14 მაისი 11:00 საათი, 21 მაისი 13:00 საათი და 30 მაისი 11:00 საათი.

დღევანდელი სხდომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მოსამართლემ დარბაზი შეცვალა, რადგან ნომერ მესამე დარბაზში, ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო, ბრალდებულებს დენმა დაარტყა. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები