დაკავების მანქანაში ორი პოლიციელი ავიდა, ურტყამდნენ გაშლილ ხელს - გუშინ დაკავებულები ძალადობაზე საუბრობენ

08.04.25 14:07
დაკავების მანქანაში ორი პოლიციელი ავიდა, ურტყამდნენ გაშლილ ხელს - გუშინ დაკავებულები ძალადობაზე საუბრობენ

7 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული სტუდენტი, თაზო კვესელავა ამბობს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს. ინფორმაციას აქტივისტის ინტერესების დამცველი ავრცელებს. 

კადრებში ჩანს, რომ მათი დაკავების ოპერაციაში გომელაურის უწყების მაღალჩინოსნები - სერგი ბზიშვილი და ლაშა სალუქვაძე მონაწილეობდნენ. 

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებული სტუდენტები ფეხით მოსიარულეთა გზაზე იმყოფებოდნენ, როცა პოლიციელები ადგილზე მივარდნენ და ახალგაზრდები დააკავეს. 

მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო უკანონო დაკავება კი არ მოხდა, ისევ მოხდა ფიზიკური ძალადობა, მაგალითად, ბატონი თაზო კვესელავა აღნიშნავს, რომ მასთან მანქანაში ორი პოლიციის თანამშრომელი ავიდა და ფიზიკურად იძალადეს, ურტყამდნენ გაშლილ ხელს.

 რაც შეეხება რეზი დუმბაძეს, მას პოლიციის თანამშრომელი დაემუქრა: "ახლა ხომ დაგაკავე, შემდგომშიც დაგაკავებ". როდესაც ვკითხე, დაკავებულს, თუ რატომ არის ეს ადამიანი მასზე გაბოროტებული, გამწარებული და შურისძიების მოტივით რატომ აკავებს ამას? გაირკვა, რომ ეს პოლიციელი აწამასწინათ დუმბაძეს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ აქტივისტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მას უჩივლა და განცხადება დაწერა ამ პოლიციელის წინააღმდეგ.

სპეციალურმა საგამომძიებლო სამსახურმა არ გამოიძია გამოიძია საქმე, მაგრამ დღეს, გაბოროტებული შურისძიების მოტივით ტატო დუმბაძეს აკავებს"- აცხადებს ლაშა ტყეშელაძე. 

კიდევ ერთი დაკავებულის, ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხელზე დაზიანებები აღენიშნება. უფლებადამცველმა სპეციალურ საგამოძიებო კომისიას უკვე მიმართა: 

დაკავების დროს ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო არაერთი დაზიანებები, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ტუჩი აქვს გახეთქილი და თავი არეში აქვს სიწითლეები, რასთან დაკავშირებითაც მივმართეთ სპეციალურ საგამომძიებლო სამსახურს და ვითხოვთ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიების დაწყებას.

კიდევ ერთ დაკავებულს ერთ-ერთი პოლიციელი დაემუქრა, კერძოდ ეს პოლიციელი ნოემბერშიც დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა"- აღნიშნავს ადვოკატი, გიოტგი ტაბატაძე.

მისი ინფორმაციით, მუქარაში მონაწილეობდა პოლიციელი, რომელიც აქციების დროს სკანდალში გაეხვა. ადვოკატის თქმით, მას ქალი აქტივისტი დაკავების მანქანაში მუხლებზე დაყენებაში ამხელდა. თუმცა შსს-ის თანამშრომელი არავის დაუსჯია. 

7 აპრილს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დაკავებული სამი ადამიანი საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ომბუდსმენის თანახმად, ორი მათგანი ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ახალგაზრდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვატო სამხარაძე, ასევე თაზო კვესელავა და რეზი დუმბაძე დააკავეს. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, ვახო გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები პოლიციას არ უცემია, სისხლი კი რომელიც აქტივისტებმა და მედიამ გადაიღეს, ეკუთვნის კაცს, რომელსაც ძაღლმა უკბინა. 

ფოტო: IPN.GE

მსგავსი სიახლეები