ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ავჭალაში დატრიალებულ ტრაგედიაზე - რას ამბობს გლდანის გამგებელი
გლდანის გამგებელი ბესო კალაძე ავჭალაში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას, ფაქტობრივად, გარდაცვლილ ბავშვს აკისრებს. ამბობს, რომ კორპუსის სახურავზე ბავშვი სკეიტბორდიტ იყო ასული.
"პირველების" კითხვაზე, თუ როდის დაინტერესდა ბოლოს აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლების პრობლემებით, ან იმყოფებოად თუ არა ადგილზე ტრაგედიის შემდეგ, გამგებელ არ პასუხობს.
ბავშვი, რომელიც იქ იმყოფებოდა, გარდაცვლილი და მათ შორის, მისი თანმხლები, არცერთი არ იყო ამ კორპუსის მცხოვრები. ისინი იმყოფებოდნენ სახურავზე სკეიტბორდებით და სახურავიდან, მოხდა ის, რომ ჩავარდა შახტაში. ყოველ ჯერზე, ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენი ნაწილია, ეს არის ქირის შეთავაზზება მათი და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება შეთავაზებული, მაგრამ რეაგირება იყო ნული. ჩვენ კიდევ ძალით ვერ გამოვიყვანთ საცხოვრებელი სახლებიდან, - ამბობს ბესო კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის მოზარდი ჩავარდა და გარდაიცვალა. უკვე დღეს ავჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას თბილისის მერია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. უწყება ადასტურებს, რომ კორპუსი, სადაც მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა, ავარიულია და მობინადრეთა ნაწილი ქირით არის გაყვანილი. მათივე მტკიცებით, მოსახლეობის ნაწილმა ქირით გადაყვანის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.