არ გამოვრიცხავ, საფრანგეთმა სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებსაც, რომლებიც იქ ქონებას ფლობენ - ეკა გიგაური

18.04.25 15:20
არ გამოვრიცხავ, საფრანგეთმა სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებსაც, რომლებიც იქ ქონებას ფლობენ - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ პოლონეთს საფრანგეთიც შეუერთდება და ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს.

გიგაური არ გამორიცხავს, რომ საფრანგეთმა მათ შორის სანქციები დაუწესოს იმ პირებსაც, ვინც იქ ქონებას ფლობს. 

რაც შეეეხება პოლონეთის მიერ დასანქცირებულ ქართველ მაღალჩინოსნებს, ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ მათ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებშიც არ შეუშვებენ.

ერთი და ორი ქვეყნის მიერ დასანქცირებული პირისთვის არის სერიოზული რისკი იმისა, რომ სხვა ქვეყნებში არ შეუშვან და დარწმუნებული ვარ არ შეუშვებენ. 90% - ში შეიძლება ითქვას, რომეს ადამიანები  ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც არ შეიშვებიან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის პრობლემა იქნება კონკრეტულ ქვეყნებში ფინანსური საქმიანობაც, ბიზნესის გახსნაც, ანგარიშის გახსნაც და ა.შ. მე მგონია, რომ სხვა წევრი სახელმწიფოები, მათ შორის საფრანგეთიც ამას შემოუერთდება. მგონია, რომ სანქციების რეჟიმი საფრანგეთის მხრიდან სავარაუდოდ იქნება ადამიანის უფლებების დამრღვევებზე. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ იყოს იმ ადამიანებზეც, რომლებიც ფლობენ კონკრეტულ ქონებას საფრანგეთში", - ამბობს ეკა გიგაური.

  • ცნობისთვისპოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის  წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა

"პირველების" ინფორმაციით, პოლონეთის დასანქცირებულთა შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია.

ასევე ჩვენივე ცნობით, რვავე სანქცირებული ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია.

  • როტაციის პრინციპით პოლონეთი ახლა ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო და ვაიმარის სამკუთხედში შემავალი ერთ-ერთი ქვეყანაა. რატომ არის ეს გარემოებები მნიშვნელოვანი? გუშინდელ დღემდე ოფიციალური ვარშავა სანქციების ამოქმედებისგან თავს იკავებდა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შესაძლოა ბიძგი აღმოჩნდეს გერმანიისთვის და საფრანგეთისთვისაც.  

მსგავსი სიახლეები