ხანძარი ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლში - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება?

26.04.25 15:29
ხანძარი ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლში - რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება?

ყვარლის პოლიციაში გამოკითხვების სერია მიდის - საგამოძიებო უწყებაში ყველა ის პირი ჰყავთ დაბარებული, ვინც შესაძლოა რაიმე იცოდეს გელა უძილაურის სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. "პირველების" ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ამოიღო ყვარელში,  ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები.

იყო ეს შურისძიება კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის გამო თუ უბრალო დამთხვევა? - ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ადგილობრივი პოლიციის უფროსი "პირველებს" ეუბნება, რომ გამოძება ყველა ვერსიაზე მუშოაბს. 

მომხდარზე გამოძიება სხვისი ქონების განადგურების მუხლით არის დაწყებული, თუმცა პოლიციელი არ გამორიცხავს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

გამოძიება მიმდინარეობს. კამერები, სადაც არის ვნახულობთ ყველგან. დიახ არიან დაბარებულები, შემხებლობაში მყოფი პირები ვინც არიან, ან ვინც შეიძლება იყოს და ყველას ვიძიებთ. გამოძიება 187- ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ვმუშაობთ ყველა საკითხზე, ყველანაირ ვერსიაზე. ოჯახის წევრებს, რაც აქვთ ინფორმაცია ცდილობენ, რომ მოგვცენ, თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ყველანაირ ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა", - ამბობს პოლიციელი.

მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ცეცხლი გუშინ დაახლოებით ღამის 10 საათზე გაუჩნდა - ამ დროს მეორე სართულზე პენსიონერ ქალს ეძინა და რომ არა მეზობლები, გელა უძილაურის დედა ალბათ ვერც გაიგებდა ხანძრის შესახებ. 

ამ ინფორმაციას "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან და ამბობენ, რომ გუშინ ღამით ყვარელში რამდენიმე სახანძრო და საპატრულო იყო მისული. 

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი ვაკეში მომხდარი მკვლეობის გამო სავარაუდო შურისძიებას უკავშირდებოდეს. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.
  • მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  •  

მსგავსი სიახლეები