"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან" - მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე
"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად" - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა, მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული, მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?!
ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისთვის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა - არგუმენტად მან გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მიერ "ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" დაასახელა.
- შეგახსენებთ, ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს. დღევანდელ სხდომაზე ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა.
მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაიკითხა.
რა ჩვენება მისცა გრიგოლ ბესელიამ?
- ბესელია დგებუაძეზე: სისხლდენა არ მინახავს, სიწითლე ჰქონდა/არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება
- "ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია" - გრიგოლ ბესელიას ჩვენება
გრიგოლ ბესელიასთან ერთად, დღესვე უნდა დაეკითხათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი დგებუაძე, თუმცა მოსამართლემ პროცესი გადადო. სავარაუდოა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი შემდეგ სხდომაზე დაიკითხოს.
რა ხდებოდა მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლო პროცესზე?
- „ცრუ მოწმე", „მატყუარა" - მზია ამაღლობელის სასამართლოზე ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია მივიდნენ
- მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვენ
- "ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია" - გრიგოლ ბესელიას ჩვენება
- მოსამართლე სახელაშვილი ამაღლობელის ადვოკატს: როდესაც მოწმე საუბრობს რომ რაღაც არ ახსოვს, პასუხს ნუ მოვთხოვთ ამაზე, რომ რატომ არ ახსოვს
- ბესელია დგებუაძეზე: სისხლდენა არ მინახავს, სიწითლე ჰქონდა/არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება