"სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა" - მაია მწარიაშვილის პირველი კომენტარი

28.04.25 19:12
"სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა" - მაია მწარიაშვილის პირველი კომენტარი

"დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არ ემსახურება მის ლეგიტიმურ მიზანს" - ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ პროცესზე მოსმენილი არგუმენტები ცხადყოფს, რომ "სასამართლოს სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს".

მე ჩავთვალე, რომ სასამართლოს ელემენტარულ რაღაცები ვუთხარი, ამას ასწავლიან ალბათ პირველივე კურსებზე იურიდიულზე. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოსგან იმგვარი დასაბუთება მივიღე, რომ ეს სწორედაც ამყარებს იმ გარემოებას, რომ მას არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართალში. მოსამართლემ დღეს ბრძანა, რომ მზიას პატიმრობა დასაბუთებული უნდა იყოს მინიმალური სტანდარტით. მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი, მისი პატიმრობა დასაბუთებული უნდა იყოს სტრასბურგის მაღალი სტანდარტით. რაც უფრო ხანგრძლივია მისი პატიმრობა, ეს დასაბუთების სტანდარტი იწევს, უფრო და უფრო რთული ხდება პატიმრობის დასაბუთება და რით დაასაბუთდება, არაფრით.

პროკურორმა თქვა, რომ არის საფრთხე იმისა, რომ მზია ამაღლობელი ჩაიდენს დანაშაულს, მაგრამ რა დანაშაულს, არ გვითხრა. არის ძალიან ინტენსიური. მოსამართლემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი რომ ჩაიდენს დანაშაულს, ეს საქმე მომეტებულიაო. ეს ორი სიტყვა, სად მოიმატა ამ საფრთხემ, ან როდის არსებობდა ამის შესახებ, არაფერი არ ვიცით. დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევის, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არ ემსახურება მის ლეგიტიმურ მიზანს და ამაზე ისაუბრა მოწმემ მთელი აგრესიით", - ამბობს მაია მწარიაშვილი.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა - არგუმენტად მან გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მიერ "ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" დაასახელა.

  • შეგახსენებთ, ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს. დღევანდელ სხდომაზე ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა.

მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაიკითხა. 

რა  ჩვენება მისცა გრიგოლ ბესელიამ?

გრიგოლ ბესელიასთან ერთად, დღესვე უნდა დაეკითხათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი დგებუაძე, თუმცა მოსამართლემ პროცესი გადადო. სავარაუდოა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი შემდეგ სხდომაზე დაიკითხოს. 

რა ხდებოდა მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლო პროცესზე?

მსგავსი სიახლეები