ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში მიემგზავრებიან - როგორი განწყობა აქვთ ფეხბურთის ქომაგებს?

ქართველი ქომაგები გერმანიაში მიემგზავრებიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართულებით პირველი რეისი უკვე აფრინდა. გულშემატკივრები ხვალ ისტორიულა მატჩს უნდა დაესწრონ, სადაც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები თურქეთის ნაკრებთან პირველ თამაშს გამართავს.
გულშემატკივრები ამბობენ, რომ გერმანიაში ამაღლებული განწყობოთ მიდიან და ქართველების გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
მივფრინავ ჩემს შვილიშვილთან ერთად, ჩემს შილთან ერთად და გულშემატკივრები მივდივართ იმედით, განწყობით, რომ საქართველო გამარჯვებს აუცილებლად, - ამბობენ მოქალაქეები.
მოლოდინი არის მოგება ნამდვილად. ძალიან დადებითი აურაა, ჩვენ ყველა ველოდებით, რომ აუცილებლად მოვიგებთ. ძალიან გვიხარია, - ამბობს გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 27 საათში ქართველი ფეხბურთელები დორტმუნდის სტადიონზე პირველ ისტორიულ თამაშს გამართავენ.