მადლობას ვუხდი უკრაინის ეროვნულ ნაკრებს! ჩვენი დიდი გამარჯვებები წინ არის! - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მადლობას უხდის და დამარცხების მიუხედავად ამხნევებს.
გულდასაწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით, ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის! - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
“ძლიერი ერი ის არის, რომელიც ინარჩუნებს ერთიანობას და ერთმანეთს უჭერს მხარს ყველა დროს, მარცხების დროსაც და გამარჯვებების დროსაც.
დღეს მადლობას ვუხდით ფეხბურთში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს.
გულდასაწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით.
ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!
უკრაინის გამარჯვება.
მანამდე კი დარტყმას ვუძლებთ, ვდგებით, რათა წინსვლა გავაგრძელოთ, რათა მომავალში უფრო ძლიერები გავხდეთ!
დიდება უკრაინას!”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა. უკრაინა 4 ქულით კი პლეი-ოფში ვერ გავიდა.