სასწაული იყო - მერაბ დვალიშვილი "ტვ პირველთან" გუშინდელი გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებზე საუბრობს

27.06.24 14:43
სასწაული იყო - მერაბ დვალიშვილი "ტვ პირველთან" გუშინდელი გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებზე საუბრობს

სასწაული ემოცია იყო გუშინ თამაშში გამარჯვება - ამის შესახებ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა "ტვ პირველის"  პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დვალიშვილი კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და მთელს საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს. მადლობა ბიჭებს. ძალიან მაგარი საქმე გააკეთეს. ჩვენი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე უკვე გამარჯვებაა. სასწაული ემოცია იყო გუშინ თამაშში გამარჯვება. ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ასეთი სიხარული და ასეთი წარმატება, ასეთი ერთობა. მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს და გუნდის წევრს, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. ბიჭები ძალიან მაგრად შრომობენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანენ ჩვენს ქვეყანას. დიდი პატივი იყო ჩემთვის თამაშზე დასწრება", - თქვა მერაბ დვალიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

პორტუგალიასთან თამაშის დასრულების შემდეგ დვალიშვილი ქართველ ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად აღნიშნა გამარჯვება.

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.