შეიღებავს თუ არა თმას გიორგი ჩაკვეტაძე? - ფეხბურთელის პასუხი (ვიდეო)

28.06.24 23:11
შეიღებავს თუ არა თმას გიორგი ჩაკვეტაძე? - ფეხბურთელის პასუხი (ვიდეო)

 

 

შეიღებავს თუ არა თმას გიორგი ჩაკვეტაძე? - მოქალაქე საბა საპანაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ მიუხედავად დადებული პირობისა, თმის შეღებვას მაინც არ აპირებს.

"ვერ ეღირსებით" - ამბობს ჩაკვეტაძე "Geo Team"-ის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი ჩაკვეტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ პირობა დადეს, რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში თმას შეიღებავდნენ - "ჯგუფიდან თუ გავდივართ, მე და ჩაკვე თმებს ვიღებავთ".