რას გეგმავს მამარდა? - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს "რკინის გუმბათთან"
ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარესთან - გიორგი მამარდაშვილს "პირველების" კორესოიდენტმა, ნანუკა ქაჯაიამ სამომავლო გეგმებზე ჰკითხა. ცნობილია, რომ საქართველოს "ოქროს გუმბათის" მაღალი დონის თამაშის შემდეგ 23 წლის ფეხბურთელით ისეთი გიგანტი ფეხბურთის გუნდები დაინტერესდნენ, როგორიცაა "ლივერპული".
ყველანი ერთად დავსხდებით და ისე გადავწყვეტთ ჩემს მომავალს - ამბობს მამარდაშვილი "პირველების" კითხვის საპასუხოდ.
პირველ რიგში უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან. ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი. ყველანი ერთად დავსხდებით და ისე გადავწყვეტთ ჩემს მომავალს", - ამბობს მამარდაშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "ლივერპული" საქართველოს ნაკრების მეკარეს ბრაზილიელი ალისონ ბეკერის შემცვლელად განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ავრცელებს. გიორგი მამარდაშვილი კი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მის მომავალზე გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, რადგან ჯერ კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირევს "ვალენსიასთან".
ასევე ნახეთ: "დაიჯერეთ საკუთარი თავის" - გიორგი მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ "პირველებთან" (ვიდეო)
ახლა ჯვაროსნების სრული შემადგენლობა ლოკომიტოვის ბაზაზე იმყოფება, ცოტა ხანში სახლებში წავლენ და საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა